პრეზიდენტის ადმინისტრაცია: "ყველა თანამშრომელი აცრილია"

23-09-2021 19:40:35

​„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი დასრულდა. ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი აცრილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციის თანამშრომლები „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca), „ფაიზერის“ (Pfizer), „სინოვაკისა“ (Sinovac) და „სინოფარმის“ (Sinopharm) ვაქცინებით არიან აცრილები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები