
პრაისი: „ვგმობთ რუსეთის საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“
24/09/2021 05:11:09 საგარეო პოლიტიკა
აშშ გმობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა "ტვიტერზე" დაწერა.
"შეერთებული შტატები სწუხს რუსეთის რეპრესიული ქმედებების გამო, რომლებიც რომლებიც ძირს უთხრის დუმის არჩევნების თავისუფლებას, სამართლიანობასა და სანდოობას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების განთავსებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი ნებართვის გარეშე", - წერს პრაისი.
16-19 სექტემბერს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე 20-მდე უკანონო საარჩევნო უბანი ჰქონდა გახსნილი.