კობახიძე ლაშქარავს საქმეზე ინსპექტორის დასკვნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

24-09-2021 17:34:25 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს კანონის დაცვით, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის და ეს ძალიან დროულად გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ვახტანგ გომელაურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა მედიასაშუალებებმა ამ თემაზე სპეკულაციური კამპანია აწარმოა.

„თქვენ გახსოვთ, როგორი სპეკულაციური კამპანია აწარმოა ამ ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით როგორც „ნაცმოძრაობამ“, ასევე მისმა რამდენიმე მედიასაშუალებამ და ასეთ დროს, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და არის იმის ინტერესი, რომ ჩვენ ასეთ ძალადობრივ პოლიტიკურ დაჯგუფებებს არ მივცეთ სპეკულირების საშუალება, ასეთ დროს ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო არა მარტო საქმის დროულად გახსნა, არამედ ყველა დეტალთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს კანონის დაცვით, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის და ეს გააკეთა ძალიან დროულად და მყისიერად შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ვახტანგ გომელაურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების თაობაზე უწყების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დღეს ინფორმაცია გაავრცელა.

"კანონიერი მიზანი არ ჰქონდა ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას" — აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები