Accentnews.ge
გომელაური – ჟურნალისტებს "სუს–ის ფაილებზე": "ნუ ხართ სულსწრაფები"

გომელაური – ჟურნალისტებს "სუს–ის ფაილებზე": "ნუ ხართ სულსწრაფები"

27/09/2021 10:55:58 პოლიტიკა

“გამოძიება დაწყებულია, დაელოდეთ. ნუ ხართ სულსწრაფები, გაიგებთ ყველაფერს. რის პასუხისმგებლობას, დავაშავეთ რამე?”, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას სავარაუდო უკანონო ფარული მიყურადებასთან დაკავშირებით.

გომელაურმა ინტერპრეტაციად შეაფასა ჟურნალისტის კომენატრი, რომ ყველას უსმენენ. საპასუხოდ მინისტრს ჟურნალისტმა სეახსენა, რომ "სუს–ის ფაილებში" მოხსენიებულ პირთა ნაწილმა დაადასტურა ფაილებში არსებული ფაქტები, რასაც გომელაურმა შეკითხვით უპასუხა – “უკანონო იყო?”.

ჟურნალისტ დაინტერესდა იყო თუ არა უკანონო დიპლომატების მიყურადება, პასუხად კი შს მინისტრმა კვლავ კითხვის ფორმა გამოიყენა: “უკანონო იყო? დაელოდეთ, ნუ ხართ სულსწრაფები”.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს, საელჩოების თანამშრომლებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S