30-09-2021 13:23:43 რეგიონები ,რეპორტაჟი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 25-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის მარცხენა ხიდზე, ნატახტრიდან-თბილისის მიმართულებით, დაზიანებულია ფილის კონსტრუქცია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა შევიწროვებულია ცალ ზოლზე.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის აღდგენით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის სრულად აღდგენა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.