Accentnews.ge
ორი დღე არჩევნებამდე: შეკვეთილი მკვლელობები და „შტურმის“ მოლოდინი

ორი დღე არჩევნებამდე: შეკვეთილი მკვლელობები და „შტურმის“ მოლოდინი

30/09/2021 13:36:52 პოლიტიკა, სამართალი

დაძაბული წინასაარჩევნო კამაპანია დასასრულს უახლოვდება, თუმცა როგორც ჩანს, ქვეყნის პარტნიორების სურვილი, „იმედია, საქართველოდან უარეს ამბებს არ გავიგებთ, ვიდრე გვესმისო“, საფუძველსაა მოკლებული: დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც სავარაუდოდ, სუს–იდან გაჟონილი ათასობით ფაილის გამო სკანდალის ეპიცენტრშია და რეპუტაციული რისკის ქვეშ დგას, შეკვეთილ მკვლელობებზე ალაპარაკდა. ხსენებულ ცნობას უჩვეულო გარემოება ახლავს თავს: როგორც წესი, საგამოძიებო უწყებები ამა თუ იმ საქმეზე ზოგადი ინფორმაციის გაცემასაც კი „გამოძიების ინტერესების“ მოტივით არიდებენ თავს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული დეტალები უკვე ხელმისაწვდომია მედიასაშუალებებისთვის, დღეს კი მედიას შრომის გაწევა არ მოუხდა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავად აცნობა საზოგადოებას შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ირკვევა, რომ შესაძლოა, იგეგმებოდეს ორი მკვლელობა, მათგან ერთ შემთხვევაში საუბარია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორზე, ხოლო მეორე ჟურნალისტის ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება. უცნობია ისიც, თავად აღნიშნული ჟურნალისტი არის თუ არა ინფორმირებული შესაძლო საფრთხის თაობაზე.

რა მოხდა?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებული განცხადების შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უამბო ჟურნალისტებს, რომ მან დაახლოებით, ერთი თვის წინ მიიღო ინფორმაცია „სნაიპერული შაშხაით“ შესახებ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ მისი ლიკვიდაციის დაგეგმვის შესახებ.

გვარამია ამბობს, რომ აღნიშნულის თაობაზე ესაუბრა ელჩებს და ანტიტერორისტულ დეპარტამენტს, მიუხედავად დაბალი ნდობისა, მის ხელთ არსებული ცნობები გაუზიარა. დაიწყო გამოძიება, გვარამიას დაცვის სპეციალური ღონისძიება დაენიშნა.

„უარი არაფერზე მითქვამს, რათა სალაპარაკო არ გამხდარიყო. ამის შემდეგ არც ერთი შეკითხვა არ დამისვამს. შემოთვლების დონეზე იყო, რომ „ეს ინფორმაცია სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ გამოძიებასო“ და ა.შ. – ასეთი კომუნიკაცია იყო ადვოკატთან“.

გვარამიას ცნობითვე, მას დღეს სუს–იდან დაუკავშირდნენ და უწყებაში მიიწვიეს, სადაც ჰქონდა კომუნიკაცია დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან:

„მეუბნებიან, რომ „დასტურდება შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია, ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია“ და ამატებენ, „თქვენს გარდა იხილება სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია“. ვიკითხე, რუსეთის მოქალაქეები არიან?“, მიპასუხეს, „უცხოეთის“. ველოდები, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი. გამიორმაგეს დაცვის ღონისძიება“,– ყვება გვარამია და დასძენს, რომ მიიღო გაფრთხილება, საქმის ირგვლივ საჯაროდ არ ესაუბრა, თუმცა შემდეგ გარკვეულ დეტალები მედიას თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გაანდო. სწორედ ეს გარემოებები უჩენს ნიკა გვარამიას ეჭვებს.

„თავად თქვეს ყველაფერი და ამით არამხოლოდ კონფიდენციალურობას არღვევენ, ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან“ – ამბობს გვარამია და ყურადღებას რამდენიმე დეტალზე ამახვილებს:

  • „დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ჯგუფი იდენტიფიცირებულია, ანუ მათ დაკავებამდე უთხრა, „იდენტიფიცირებულები ხართო“;
  • მიაწოდა ინფორმაცია დაცვის ღონისძიების შესახებ;
  • ისაუბრა სხვა ჟურნალისტზეც, რომლის შესახებ ჩემთანაც არ უნდა ესაუბრა, რადგან ეს საქმის დაფარული დეტალია და უშუალოდ ჩემს საქმესთანაც არაა კავშირში“.

ამდენად, გვარამია ეჭვობს, რომ ინფორმაცია, რომელიც მან ერთი თვის წინ მიიღო, შესაძლოა, სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყოს პროვოცირებული და საჯარო განცხადებები საზოგადოების, განსაკუთრებით, ჟურნალისტების დაშინებას ემსახურება:

„დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, ჩემს შეკვეთილ მკვლელობაზე და სხვა ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბარი განსაკუთრებით, მედიასაზოგადოების დაზაფვრას ისახავს მიზნად, რათა გადაიფაროს, მათ შორის, „ფორმულაში“ მიმდინარე მოვლენები.

რა ხდება „ფორმულაში“?

30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში ჩივის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.

სამინისტრო ითხოვს დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას. ჯერჯერობით თავდაცვის სასმინისტრო არ აზუსტებს, მოითხოვს თუ არა „ფორმულას“ ქონების დაყადაღებას. დავით კეზერაშვილი ამჟამად არის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 51% წილის მფლობელი.

საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი ამ საქმეზე გაამტყუნა.

პროკურატურა დავით კეზერაშვილს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას.

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი დავით კეზერაშვილის ქონების დაყადაღება იქნება:

„თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. პოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება მედიას, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიისთვის ხელის შეშლას. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არჩევნების შემდეგ მედიას, რომელიც მისთვის დღეს წარმოადგენს ყველაზე დიდ პრობლემას, ერთიანად გაუსწორდეს“.

მას მაგალითად მოჰყავს სხვა ტელეკომპანიების მენეჯერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები, მათ შორის, ნიკა გვარამიას და ვატო წერეთლის მამის, ავთო წერეთლის:

„დარჩენილი იყო ერთადერთი მედია, ძლიერი ფინანსურად და ინფრასტრქუტურულად, საჭირო იყო მესამე მედიისთვის „მოევლო“ ხელისუფლებას. ეს ნაბიჯი მხოლოდ ამას ემსახურება. ვფიქრობთ, შემდეგი ნაბიჯი იქნება კეზერაშვილის საქართველოში არსებული ქონებების დაყადება. ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს „ფორმულას“ წილი, რათა, საბოლოო ჯამში, მათ მიიღონ ის, რომ ქვეყანაში არ იმაუწყებლოს არცერთმა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელმა მედიამ“.

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელი „რუსთავი 2“–ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს იხსენებს და ამბობს, რომ მოვლენები იგივე სცენარით ვითარდება.

„ჩვენი ინფორმაციით, 51%–იანი წილის [ფორმულას] დაყადაღებაზე სასამართლოში განცხადებაა შესული წინასწარი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რაც კომპანიის დაყადაღებას ნიშნავს. მაგრამ ეს არ იქნება „მეორედ მოსვლა“, თუ არ დაყადაღდება მოძრავი ტექნიკა, რასაც „რუსთავი 2–შიც“ აპირებდნენ. შესაძლოა, მოხდეს დროებითი მმართველის ინსტიტუტის გამოყენება, რომელიც 51%–იანი წილის მმართველი გახდება და ყველაფრის უფლებას მისცემს თავს. ეს არხის დახურვას ნიშნავს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S