Accentnews.ge
FT– BioNTec-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 2022 წლისთვის ახალი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები იქნება საჭირო

FT– BioNTec-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 2022 წლისთვის ახალი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები იქნება საჭირო

04/10/2021 11:20:58 საზოგადოება

გერმანული კომპანიის "BioNTech SE" ხელმძღვანელი უგურ შაჰინი, რომელმაც ამერიკულ Pfizer-თან ერთად COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა შექმნა, აცხადებს, რომ 2022 წლის შუა პერიოდამდე სავარაუდოდ, საჭირო იქნება ახალი ფორმულა ვირუსის მომავალი მუტაციებისგან თავის დასაცავად. ამის შესახებ შაჰინმა The Financial Times–თან ინტერვიუში განაცხადა.

"COVID-19-ის სადღეისოდ არსებული სახეობები, მაგალითად, როგორიცაა დელტა შტამი, ეფექტიანობას ვერ უკარგავს ამჟამად მოქმედ ვაქცინებს. თუმცა დროთა განმავლობაში გამოჩნდება ახალი შტამები, რომელთაც შეუძლიათ, ე.წ. ბუსტერ დოზების შემდეგაც ვაქცინა არ იყოს ეფექტური და არ გამომუშავდეს სხეულის იმუნური დაცვა. მიმდინარე წელს ახალი ვაქცინა საჭირო არ არის, მაგრამ მომავალი წლის შუა პერიოდისთვის ვითარება შესაძლოა, შეიცვალოს. ეს არის უწყვეტი ევოლუცია და ეს ევოლუცია ახლახან დაიწყო", – განაცხადა შაჰინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S