
ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა
08/10/2021 08:03:13 საზოგადოება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი კორპუსი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია.
ადგილზე სახანძრო–სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.