"ქართული ოცნება“ სააკაშვილის დევნით ხელს უშლის ჩვენს მომავალს ევროკავშირსა და ნატო-ში"
11/10/2021 14:00:16 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება“ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დევნით ხელს უშლის საქართველოს მომავალს ევროკავშირსა და ნატო-ში".
როგორც ენმ–ის ყოფილმა წევრმა აღნიშნა, სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს:
„ჩემი სურვილია, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ვნახო, როგორია მისი მდგომარეობა. ვიცით, რომ მას აქვს გამოცხადებული შიმშილობა და პირველი საზრუნავი მისი ჯანმრთელობაა. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ თავად მომენახულებინა საპატიმროში. მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ცხადია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივაციით სამართლებრივი დევნა ხორციელდება. ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა „ქართულ ოცნებას“ და გზა გახსნა, რომ ქვეყანას დასავლეთისკენ სვლა გაეგრძელებინა. დღეს ,,ქართული ოცნება“ სააკაშვილის დევნით ხელს უშლის ჩვენს მომავალს ევროკავშირსა და ნატო-ში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერის დღევანდელ განცხადებებს, სამადაშვილის შეფასებით, უზნეობაა ის ტონი, რომლითაც პატიმრის მისამართით ღარიბაშვილი საუბრობს.


