Accentnews.ge
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოზეცაა საუბარი

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოზეცაა საუბარი

12/10/2021 07:19:45 საგარეო პოლიტიკა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ლისაბონში გამართულ სესიაზე მიიღო რეზოლუცია რუსეთისგან მომდინარე გამოწვევების შესახებ, რომელშიც საუბარია საქართველოზეც.

რეზოლუციის თანახმად, გლობალურად გართულებულ ვითარებაში რუსეთის აგრესიული ქმედებები ისევ რჩება უშუალო საფრთხედ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

დოკუმენტში დამგობილია რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ამ ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესფერხებლად და უპასუხისმგებლო ესკალაციისკენ წაქეზება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გამო. ასამბლეა ხაზს უსვამს რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და საკუთარ სახლებში დევნილთა დაბრუნების უფლებას.

საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ ნატომ უნდა გააძლიეროს საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერა, გამოხატოს სოლიდარობა ერთობლივი წვრთნებით და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პრაქტიკული მხარდაჭერით და გააგრძელოს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიების დროებითი ოკუპაციის და უკანონო ანექსიის დაგმობა, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოში.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკური კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუცია 11 ოქტომბერს მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S