
მომდევნო კვირას საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა
12/10/2021 20:20:52 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
როგორც პენტაგონში აცხადებენ, ამერიკის თავდაცვის მდივანი მომავალ კვირას ევროპაში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა, ვიზიტს კი, ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.
ლოიდ ოსტინის ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.