
აზერბაიჯან–ირანის ბოლო დროის დაპირისპირების ფონზე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორს სატელეფონო კომუნიკაცია შედგა
13/10/2021 08:44:05 კავკასია
აზერბაიჯან–ირანის ბოლო დროის დაპირისპირების ფონზე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორს სატელეფონო კომუნიკაცია შედგა.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, მინისტრებმა სატელეფონო კავშირით ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს, რომ მხარეთა შორის ბოლო დროს არსებული რიტორიკა მეგობრული ურთიერთობების დონეს არ შეესაბამება.
ამავე წყაროს ცნობით, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანისა და ჯეიჰუნ ბაორამოვის პოზიციით, ყველა სახის უთანხმოება დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.
იხილეთ ასევე: რეგიონი ახალი დაპირისპირების ზღვარზე და საქართველოს ამოცანები