Accentnews.ge
კაკურიძე განმარტავს, ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები

კაკურიძე განმარტავს, ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები

13/10/2021 13:33:35 პოლიტიკა, საზოგადოება

მიზნობრივ ჯგუფებზე კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც კაკაურიძე ამბობს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში დენის ტარიფის სუბსიდირება მას არამიზანშეწონილად მიაჩნია.

„მოგეხსენებათ, სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის ელექტროენერგიის ტარიფზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული. კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა პირობებში, როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი. შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მიზნობრივ ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში დენის ტარიფის სუბსიდირება არამიზანშეწონილად მიმაჩნია“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდა, თუმცა სახელმწიფო წლის ბოლომდე სუბსიდირებას ახორციელებს, ამიტომ პრაქტიკულ დონეზე მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც თვეში 300 კილოვატს მოიხმარს, ამ ეტაპზე ძველი ტარიფი ნარჩუნდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S