Accentnews.ge
"ვთხოვე ბატონ მიხეილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ვიფიქროთ ყველამ შერიგებაზე"

"ვთხოვე ბატონ მიხეილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ვიფიქროთ ყველამ შერიგებაზე"

13/10/2021 14:36:46 საზოგადოება

"ვთხოვე ბატონ მიხეილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ვიფიქროთ ყველამ შერიგებაზე", ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა რუსთავის ციხეში მყოფი ექს–პრეზიდენტის მონახულების შემედეგ განაცხადა.

მისი თქმით, სიძულვილის რიტორიკა უნდა დასრულდეს.

"გვქონდა ჩვეულებრივი ადამიანური საუბარი. მე მქონდა მის მიმართ გზავნილი, თქვენც გეხებათ ეს ყველას. მე მგონია, რომ მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალი არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. მე ვთხოვე ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, ვისაც შეიძლება, რომელ ტელევიზიებსაც შეიძლება, რომ მოუწოდოს ყველას, რომ ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი. ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან იწყება, კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, მძიმე 90-იანი წლები და დღესაც ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი. ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს. ვუთხარი ბატონ მიხეილს, რომ ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. დიდი სისხლია დაღვრილი ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. იქაც ეს ანგარიშსწორება და სამართლებრივი მიდგომა არ იქნება პერსპექტიული. მე ეს ვთხოვე ბატონ მიხეილს და მან თავის მიმართვაში ჩაწერა, რაც იმედი მაქვს, გამოქვეყნდება. მინდა, თქვენც მოგიწოდოთ, რომ შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეუფე აცხადებს, რომ იგი "ჩვეულებრივად გამოიყურება".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S