Accentnews.ge
მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ მოაწერა ხელი სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას

მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ მოაწერა ხელი სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას

13/10/2021 14:45:37 პოლიტიკა, საზოგადოება

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის განცხადებით, ხელი მოაწერა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას, რადგან მიაჩნია, რომ "მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს ყველამ უნდა ვთხოვოთ შენდობა".

"ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი ამ ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით და ისეთი დანაშაულებებია ჩადენილი, რომ ვადა არ აქვს, ვადა არ გაუვა არასოდეს. მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის ბრალდების და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს ყველამ უნდა ვთხოვოთ შენდობა, უნდა დავიწყოთ ფიქრი საყოველთაო შერიგებაზე, ამ შემთხვევაში განვითარდება ქვეყანა", – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S