Accentnews.ge
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას ერთ–ერთი ბიზნესმენიც უერთდება

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას ერთ–ერთი ბიზნესმენიც უერთდება

14/10/2021 11:39:47 საზოგადოება

დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას ძეხვეულის კომპანიის „ზეიკიძე“ დამფუძნებელი დავით ზეიკიძე უერთდება. ღონისძიების ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა”.

„2003 წელს აქ ვიდექი, მე რომ მეგონა მოვიდოდა მთავრობა, განვითარდებოდა ქვეყანა, ისევ უკან დავბრუნდით. უკან დაბრუნება რომ არ მინდა, იმიტომ მოვედი აქ. უსამართლობა რომ არის, არ შეიძლება, გინდა მიშა იყოს, გინდა ნებისმიერი ადამიანი. შევადარე მიშას მოღვაწეობა, ის ცხრა წელი და დღევანდელი ცხრა წელი, კარგად რომ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, თუმცა შეცდომები ძალიან ბევრი იყო. ამ მთავრობის დროს ქვეყანა არ ვითარდება, არც წესრიგია და იგივე დანაშაულებები ხდება“, – განაცხადა ზეიკიძემ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ენმ–ის მიერ დაანონსებულ აქციას ოფიციალურად მხოლოდ პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერი თამარ ჩარკვიანი და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია უერთდებიან

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, “ლელოს”, “გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფიციალური პოზიციაა, რომ ისინი არ უერთდებიან აქციას. თუმცა სამივე პარტიაში აღნიშნავენ, რომ თუ რომელიმე წევრი ინდივიდუალურად გადაწყვეტს პროტესტში მონაწილეობას, შეუძლია, მივიდეს და პოზიცია დააფიქსიროს.

“ევროპული საქართველო” და “რესპუბლიკური პარტია” აცხადებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა აქციას არ უერთდებიან.

ენმ–ის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ პარტია “მოქალაქეებიც”. როგორც პარტიის ლიდერი ელისაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S