Accentnews.ge
"პანდემია არსად გაქრება, ამიტომ სჯობს, ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება"

"პანდემია არსად გაქრება, ამიტომ სჯობს, ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება"

14/10/2021 12:14:00 საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

"აცრა აუცილებელია! პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ, და ეს აცრით იწყება. დღევანდელ დღეს ჩვენ საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება რაღაც მატებაც იყოს. აცრა აუცილებელია ყველასათვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისათვის. თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი. აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!", – განაცხადა პრეზიდენტმა.

მესამე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4000–ს აჭარბებს

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 212 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 982 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 075 PCR ტესტით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S