რუსთავის ციხეში გაჩენილი ხანძარის შედეგად ერთი მსჯავრდებული დაშავდა

14-10-2021 20:07:48 საზოგადოება

რუსთავის #17-ე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სავარაუდოდ, ერთი მსჯავრდებული დაშადა. ამის შესახებ პატიმრის ნათესავს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა, რომელიც მსჯავრდებულების ახლობლებთან შესახვედრად მას შემდეგ გამოვიდა, რაც მათ უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატეს.

პატიმარი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყიყვანეს, თუმცა მან მსუბუქი დაზიანება მიიღო - "კვამლი ჩაისუნთქა".

პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სხვა დაშავებული არ ჰყავთ. უწყების თანამშრომელი ჟურნალისტებს ხანძართან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე აღარ ესაუბრა.

მანამდე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ციხეში ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა".

რუსთავის #17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები