მეუფე დიმიტრი: "შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან"

15-10-2021 23:01:06 საზოგადოება

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) იმ სასულიერო პირებს მიმართავს, ვინც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

მისი თქმით, „შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს.“

„შერიგება საღმრთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?“ - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიტროპოლიტი.

ცნობისათვის: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას უკვე შეუერთდნენ: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ამასთან, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა ანანიამ განაცხადა, რომ პეტიციას ხელს მოაწერს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები