
თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
16/10/2021 06:55:54 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5076 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 126 პირი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 62 994 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 993 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.77%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 599 შემთხვევა,
- აჭარა - 159,
- იმერეთი - 1 028,
- ქვემო ქართლი - 309,
- შიდა ქართლი - 387,
- გურია - 144,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 435,
- კახეთი - 720,
- მცხეთა-მთიანეთი - 137,
- სამცხე-ჯავახეთი - 85,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 300 საიდანაც:
5 176 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 717, აჭარაში - 475, იმერეთში - 1 275.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 180 პირი, მათ შორის, თბილისში - 389, აჭარაში - 74, იმერეთში - 416. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 252 პირი, მათგან თბილისში - 131, აჭარაში - 15, იმერეთში - 24.
922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 473 - თბილისში, 241 - აჭარაში.
32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 59 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 257 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 386 ადამიანი.
- ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 673 ადამიანი აიცრა.