Accentnews.ge
ოსტინი ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ: "აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია"

ოსტინი ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ: "აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია"

18/10/2021 09:41:00 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

"ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია", – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესტან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მადლობა მინისტრ ბურჭულაძეს ასეთი თბილი მიღებისთვის. თავდაცვის თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია. შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია", წერს ოსტინი "ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის: ოსტინი თბილისს დღეს ეწვია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მოგვიანებით, იგი თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S