
ლავროვი რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობების გაუარესებაში სააკაშვილს ადანაშაულებს
19/10/2021 15:42:42 პოლიტიკა
რუსეთის მთავარ დიპლომატ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობების გაუარესების ისტორია მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს “ცხინვალზე თავდასხმის დანაშაულებრივი ბრძანება გასცა”.
როგორც ლავროვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, “მაშინ მოსკოვმა რუსეთ-ნატო-ს საბჭოს სხდომის მოწვევა ითხოვა ამ ვითარების განსახილველად, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა კატეგორიული უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამ საბჭოს წესდებაშია აღნიშნული, ამ ორგანომ ნებისმიერ “ამინდში” უნდა იმოქმედოს”.
მისივე თქმით, “მოსკოვი ამოდის იქიდან, რომ ნატო-მ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რადგან რუსეთს არასოდეს დაუწყია ურთიერთობების გაფუჭება არც ნატო-სთან, არც ევროკავშირთან”.
ცნობისთვის: ნოემბრის დასაწყისიდან რუსეთი ნატო-ში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის მუშაობას შეაჩერებს.