Accentnews.ge
პენტაგონი შავ ზღვაზე თავდაცვითი თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობს

პენტაგონი შავ ზღვაზე თავდაცვითი თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობს

21/10/2021 09:43:37 კავკასია, პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეთა შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობს. შესაბამისი განცხადება მან რუმინეთში - თავისი რეგიონული ტურნეს ფარგლებში მონახულებულ ბოლო ქვეყანაში გააკეთა.

ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრთან გამართული მოლაპარაკებების დროს პენტაგონის ლიდერმა აღნიშნა, რომ "რეგიონის რუსული მილიტარიზაციის ფონზე აუცილებელია მოქმედება".

«შავი ზღვის უსაფრთხოება და სტაბილურობა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვის. ეს რეგიონი მოწყვლადია რუსული აგრესიის მიმართ, ჩვენ ვნახეთ ამის მტკიცებულებები უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის განგრძობადი ქმედებების, საქართველოს ნაწილის ოკუპაციის, შავი ზღვის მილიტარიზაციისა და როგორც ზღვაზე, ისე ჰაერში რუსული პროვოკაციების სახით. ამ ვითარებაში უმოქმედობა დაუშვებელია. ჩვენ გვჭირდება თავდაცვითი თანამშრომლობის გაფართოება», – აღნიშნა ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში 18 ოქტომბერს სტუმრობდა.

იხილეთ ასევე: რა (არ) თქვა ოსტინმა: თავდაცვის მდივნის ვიზიტის პრაქტიკული შედეგები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S