Accentnews.ge
„ცხინვალი მზადაა, ნებისმიერი ორმხრივი პრობლემა თბილისთან პირისპირ განიხილოს"

„ცხინვალი მზადაა, ნებისმიერი ორმხრივი პრობლემა თბილისთან პირისპირ განიხილოს"

09/08/2019 14:13:30 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება მზადაა, თბილისთან ღია დიალოგისთვის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ნებისმიერი აქტუალური პრობლემების განსახილველად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს სრულიად რუსეთის ახალგაზრდული საგანმანათლებლო ფორუმის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ოსური მხარე მზადაა, საქართველოს წარმომადგენლებთან ღია დიალოგისთვის ყველა მიმდინარე საკითხსა და პრობლემასთან დაკავშირებით, ცხინვალს არაერთგზის გაუკეთებია ქართველი კოლეგებისთვის შეთავაზება, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დამსხდარიყვნენ ერთობლივი საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის განსახილველად. და ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რომლის გადასაჭრელადაც სამხრეთ ოსეთი მზადაა საქართველოსთან პირდაპირი დიალოგისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, მან უარყო საქართველოში გავრცელებული „მითი იმის შესახებ, თითქოს ამ სამუშაოს რუსეთი ბლოკავდეს“. 

„ჩვენ, ჩვენის მხრივ, აუცილებლობის შემთხვევაში მზად ვართ, ნებისმიერი ხელშეწყობისთვის. სამწუხაროდ, ყველა მსგავს ჟესტს თბილისი დღემდე უპასუხოდ ტოვებდა“, – დასძინა ზახაროვამ.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S