Accentnews.ge
მოსკოვში ბანკირი და მისი ცოლ-შვილი მოკლეს

მოსკოვში ბანკირი და მისი ცოლ-შვილი მოკლეს

27/10/2021 09:48:12 სამართალი

მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, საცხოვრებელ ბინაში სამი ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები გაკოტრებული "სმოლენსკის ბანკის" ყოფილი ტოპ- მენეჯერი, 57 წლის მიხეილ იახონტოვი, მისი 39 წლის მეუღლე და 8 წლის შვილი აღმოჩნდნენ.

მედიის ინფორმაციით, უფროსებს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ, ბავშვს - კისრის მალების მოტეხილობა.

მედიის ინფორმაციით, იახონტოვს ვალი გააჩნდა 8 მლრდ რუბლის ოდენობით და ადრე ბანკის მიზანმიმართული გაკოტრების ბრალდებით იყო გასამართლებული.

მკვლელობასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S