Accentnews.ge
აშშ-ისა და თურქეთის სახელმწიფო მრჩევლებმა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე ისაუბრეს

აშშ-ისა და თურქეთის სახელმწიფო მრჩევლებმა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე ისაუბრეს

27/10/2021 16:50:58 კავკასია

აშშ-ისა და თურქეთის სახელმწიფო მრჩევლებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის თემაზე ისაუბრეს,–იუწყება „როიტერი“ თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, ჯეიკ სალივანმა და იბრაჰიმ ქალინმა შეხვედრაზე იმსჯელეს თავდაცვის სფეროში ურთიერთობებზე, ასევე ავღანეთთან, ახლო აღმოსავლეთთან, სამხრეთ კავკასიასთან და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებულ საკითხებზე.

გარდა ამისა, მხარეებმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გლაზგოში დაგეგმილი შეხვედრის საკითხებზეც ისაუბრეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეები უთანხმოებების მართვის და კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების შენარჩუნებასთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მედიის ინფორმაციით, იბრაჰიმ ქალინმა ჯეიკ სალივანს განუცხადა, რომ თურქეთის ბრძოლა სირიაში გაგრძელდება, მათ შორის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთების „სახალხო თავდაცვის შენაერთებთან“.

იხილეთ ასევე: რატომ გადაიფიქრა ერდოღანმა დასავლელი დიპლომატების გაძევება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S