Accentnews.ge
დათვლილია უბნების 100%: ბათუმსა და ქუთაისში ოპოზიციონერი კანდიდატები მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ

დათვლილია უბნების 100%: ბათუმსა და ქუთაისში ოპოზიციონერი კანდიდატები მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ

31/10/2021 00:40:54 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბათუმისა და ფოთის მერები სახელისუფლებო კანდიდატები გახდნენ. ოპოზიციონერი კანდიდატები არჩევნებში მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. კერძოდ:

ქუთაისში დათვლილია საარჩევნო უბნების 100%

  • ხატია დეკანოიძე – 48.357%
  • იოსებ ხახალეიშვილი – 51.643%

ბათუმში ასევე დათვლილია უბნების 100%

  • გიორგი კირთაძე – 48.982%
  • არჩილ ჩიქოვანი – 51.018%

ერთადერთი ქალაქი, სადაც ოპოზიციონერი კანდიდატი ლიდერობს, წალენჯიხაა. აქ არსებული 29–დან 28 უბანია დათვლილი. შედეგები კი ასე გამოიყურება:

  • გიორგი ხარჩილავა – 50.731%
  • გოგა გულორდავა – 49.269%

ცნობისთვის: დეკანოიძე და კირთაძე საუბრობენ დიდი რაოდენობით ბიულეტენების უსაფუძვლო გაბათილებაზე.

შეგახსენებთ, რომ ენმ–ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ "საქართველოში არჩევნები გაუქმებულია".

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმას ოპოზიცია ხვალ წარადგენს. ჯერ დაზუსტებული არ არის, დაადგება თუ არა ოპოზიცია ბოიკოტის გზას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S