Accentnews.ge
სამეგრელოში დაკავებულ ყოფილ ძალოვანს პატიმრობა შეეფარდა

სამეგრელოში დაკავებულ ყოფილ ძალოვანს პატიმრობა შეეფარდა

02/11/2021 10:17:44 სამართალი

არჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე სამეგრელოში დაკავებული ყოფილი ძალოვანს ამირან ჯანაშიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქუთისის საქალაქო სასამართლომ დისტანციურად იმსჯელა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა.

ჯანაშიას უფლებადამცველი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. იგი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს სახლში იარაღი არ ჰქონია და მას სამართალდამცველებმა "ჩაუდეს".

ცნობისთვის: ყოფილი ძალოვანები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ სამეგრელოს რეგიონში მათ მიმართ "რეპრესიების დაწყებაზე" საუბრობენ და მმართველი ძალის პოლიციის წარმომადგენლებს მათთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის "ოჯახის წევრთა თანდასწრებით ჩადებაში" ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S