Accentnews.ge
კვლევა – პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს 90%-ით ამცირებს

კვლევა – პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს 90%-ით ამცირებს

05/11/2021 13:41:56 მსოფლიო

პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს 90%-ით ამცირებს, – ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანელი მცნიერების კვლევაში.

ორგანიზაცია „Cancer Research UK"-ს განცხადებით, "ეს მიგნება ისტორიულია და ვაქცინის ეფექტურობას აჩვენებს".

მეცნიერების თქმით, საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა გამოწვეულია ვირუსებით და აღმოჩენამ გააჩინა იმედი, რომ ვაქცინაციამ შესაძლოა, დაავადება სრულად დაამარცხოს.

ამჟამად პაპილომავირუსის ვაქცინას 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იყენებენ.

საშვილოსნოს ყელის კიბო არის მეოთხე ყველაზე გავრცელებული კიბო ქალებში. ამ დაავადებით მსოფლიოში ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ქალი იღუპება, 10-დან 9 ქალი – დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგზე მცირე წვდომაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S