სად იმოქმედებს/არ იმოქმედებს ე.წ. მწვანე პასპორტი ამ დროისთვის

08-11-2021 14:44:42 საზოგადოება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება.

პირს "მწვანე პასპორტი" აქვს:

  • თუ იგი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით ვაქცინირებულია სრულად (ორჯერ);
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • თუ წარსულში გადატანილი აქვს კორონავირუსი;
  • "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის

სად ამოქმედდება "მწვანე პასპორტი" 1 დეკემბრიდან

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება შემდეგ ობიექტებში:

  • კვების ობიექტების,

  • რესტორნების,

  • კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში,

  • კინოთეატრებში,

  • თეატრებში,

  • ოპერაში,

  • მუზეუმებში,

  • საკონცერტო დარბაზებში,

  • გასართობ ცენტრებში,

  • სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე,

  • სპა-ცენტრებში,

  • ფიტნეს-დარბაზებში,

სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე;

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

  • რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ "მწვანე პასპორტს" მოსთხოვენ მხოლოდ ობიექტების სტუმრებს და არა იქ მომუშავე ადამიანებს.

მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, სად არ იქნება "მწვანე პასპორტი" სავალდებულო ამ დროისთვის:

"ისეთ სერვისებში, რაც არის აუცილებელი ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნა და ადამიანი უბრალოდ საყოფაცხოვრებო საქმიანობას და ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს, თუ არ შევიდა მაღაზიებში, არ შეიძინა პროდუქტი, არ იმგზავრა... სასურსათო მაღაზიაზე მაქვს საუბარი, ესეთ ადგილებში მწვანე საშვის პასპორტი ჯერ–ჯერობით არ ამოქმედდება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები