
"მივმართავ ტიკარაძეს, დაუყოვნებლივ გააკეთეთ განცხადება პაციენტის მდგომარეობასა და ადგილმდებარეობაზე"
08/11/2021 14:45:08 პოლიტიკა, სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, რომ სააკაშვილის ადგილმდებარეობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს.
"მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, პირადად, რომელმაც დღეს დაგმო ხელისუფლების მიერ კადრების გამოქვეყნება და გაემიჯნა ამ საკითხს. ქალბატონო ეკატერინე, დაუყოვნებლივ გამოდით და გააკეთეთ განცხადება პაციენტის მდგომარეობის და ადგილმდებარეობის თაობაზე! თუ თქვენთვისაც უცნობია (და ჩვენი ინფორმაციით, ასეა), გამოდით და ეს თქვით! დაუყოვნებლივ ნიშნავს დაუყოვნებლივ!",- წერს ნიკა გვარამია. სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „ შვილი თვალწინ ააცილეს" და ექს–პრეზიდენტი ციხეში აღარ იმყოფება. მოგვიანებით, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სააკაშვილი სავარაუდოდ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. თუმცა თავად ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. ამასთან, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორიც აცხადებს, რომ სააკაშვილი საავადმყოფოში იმყოფება და ამ დროისთვის კონკრეტული პაციენტის მისაღებად მათთან განსაკუთრებული მზადყოფნა არ არის.