
პენიტენციური კადრებს ავრცელებს: "სააკაშვილს არ დაუტოვებია დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ" (ვიდეო)
08/11/2021 19:50:57 სამართალი
სპეციალური პენიტერნციური სამსახური იმის დასტურად, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს #12 საპატიმრო დაწესებულება ძალის გამოყენებით არ დაუტოვებია, ვიდეომასალას ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, როგორ აგროვებს სააკაშვილი საკანში ნივთებს და ტოვებს საპატიმროს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით სააკაშილმა მასთან ციხის საავადმყოფოში შესულ სახალხო დამცველს განუცხადა, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ და რომ #18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეასახლეს.