Accentnews.ge
პრეზიდენტი საერაშორისო ვიზიტის გამო ქვეყნიდან გაემგზავრა

პრეზიდენტი საერაშორისო ვიზიტის გამო ქვეყნიდან გაემგზავრა

09/11/2021 07:21:28 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი პირველი სახელმწიფო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკას ეწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალაქ ნიქოზიაში შეხვედრებს გამართავს კვიპროსის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე, კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ანიტა დემეტრიოუსსა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S