
სუს–ის შენობასთან ოპოზიციის აქციის მონაწილეებს აკავებენ
10/11/2021 07:02:43 სამართალი, საზოგადოება
სუს–ის შენობასთან ოპოზიციის აქციის მონაწილეების დაკავება მიმდინარეობს.
სამართალდამცველების განცხადებით, "შეკრებილები საზოგადოებივ წესრიგს არღვევენ".
მათი თქმით, "სახელმწიფო უწყებების იკრძალება პიკეტირება და ბლოკირება".
აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.
ცნობისთვის: ოპოზიციამ გუშინ განაცხადა, რომ 10 ნოემბერს 4 სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის – იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე სუს–ის შენობასთან პარალელურ საპროტესტო აქციას გამართავდა.