
საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს
10/11/2021 10:18:40 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს.
სააკაშვილის მხარდამჭერები სკანდირებენ "მიშა, მიშა", "ივანიშვილის მონებო". ადგილზე ბევრი სამართალდამცველი იმყოფება.
პროცესი სასამართლოში ბრალდებულის გარეშე ტარდება. სასამართლომ სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლება არც ერთ მედიასაშუალებას არ მისცა. პროცესს მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კამერა იღებს.
ამჟამად საკაშვილის ერთ–ერთ ადვოკატს პროცესიდან "ფეისბუქ–ლაივი" აქვს ჩართული.
უფლებადამცველები ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილი დაესწროს პროცესს.
პატიმრის ეტაპირებაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.