Accentnews.ge
ადვოკატი – მოსამართლეს: "კეთილი ინებეთ, გააკეთეთ ახლა ყველაფერი და უზრუნველყავით სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება"

ადვოკატი – მოსამართლეს: "კეთილი ინებეთ, გააკეთეთ ახლა ყველაფერი და უზრუნველყავით სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება"

10/11/2021 10:48:01 სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ, ყოფილ პრეზიდენტს მის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცენ.

"კეთილი ინებეთ, გააკეთეთ ახლა ყველაფერი და უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება. თქვენ ამისთვის გაქვთ დრო სამუშაო საათების დასრულებამდე. სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც მომხდარა მსგავსი რამ. ამის მაგალითია კობალაძე– ხუსკივაძის საქმე. [...] თუ სასამართლო ამას არ უზრუნველყოფს, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი. ეს პროცესი არის, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ორთვიანი ვადა გადის, აღკვეთის ღონისძიებაა გადასასინჯი და სასამართლო ვადას ვერ გაექცევა, მეტი არაფერი. ახლავე ატეხეთ განგაში, დაუკავშირდით პენიტენციურ სამსახურს, გაატარეთ დამატებითი მოთხოვნები", – მიმართა სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო ელიეშვილს.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პროცესზე დასწრებას შეძლებს და მას ამის სურვილიც აქვს:

"მიხეილ სააკაშვილს დღეს პირადად შევხვდი, მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეხით, ყოველგვარი დახმარების გარეშე ჩამოვიდა მეოთხედან პირველ სართულზე. სააკაშვილმა ყოველგვარი სხვა ადამიანის დახმარების გარეშე გარკვეული მონაწილეობა მიიღო ადვოკატებთან შეხვედრაში სამომავლო საკითხებზე, წერს ჩვეულებრივად. ძალიან სუსტად არის, დაეწყო ტკივილები და ხვალინდელი, ზეგინდელი, მაზეგინდელი დღე მის ჯანმრთელობაზე როგორ იქნება, როგორ აისახება და საერთოდ მისი სიცოცხლე დღეს რამხელა რისკის ქვეშ დგას, ეს ცალკე საკითხია და უმძიმეს მდგომარეობაშია ამ თვალსაზრისით, მაგრამ პროცესზე მონაწილეობას რომ შეძლებს, ამას ვადასტურებ. მეორე, აქ მთავარია, რომ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს და მას უნდა, აქ მოვიდეს".

  • სასამართლომ სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლება არც ერთ მედიასაშუალებას არ მისცა. პროცესს მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კამერა იღებს.
  • ამჟამად საკაშვილის ერთ–ერთ ადვოკატს პროცესიდან "ფეისბუქ–ლაივი" აქვს ჩართული.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს. ექს–პრეზიდენტის მხარდამჭერები სკანდირებენ "მიშა, მიშა", "ივანიშვილის მონებო". ადგილზე ბევრი სამართალდამცველი იმყოფება.

ცნობისთვის: პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლოში ეტაპირებაზე უარი განაცხადა. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის მხრიდან პენიტენციურ დაწესებულებასთან გზების ბლოკირება იგეგმებოდა, რაც მიზნად ქაოსს და არეულობას ისახავდა. ამასთან, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სასამართლოში გადაყვანა საფრთხის შემცველია მისი ჯანმრთელობისთვის.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S