
"მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმოქმედონ, რაც შეიძლება სწრაფად"
11/11/2021 10:02:15 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჩივრის თაობაზე.
"ვიმედოვნებ ეს გადაწყვეტილება არის პირველი პერსპექტიული ნაბიჯი, წინსვლის გზის პოვნისკენ. როგორც იცით, გადაწყვეტილებაში საუბარია დროებითი ღონისძიებაზე, ის ასევე მოიცავს გარკვეულ მოთხოვნებს, პირველი, მოუწოდებს ბატონ სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა და პარალელურად მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ვფიქრობ ეს დაბალანსებული მიდგომაა და ვიმედოვნებ, ეს (გადაწყვეტილების განხორციელება) წინსვლის გზის პოვნას შესაძლებელს გახდის. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეიძლება სწრაფად, რათა ვნახოთ რომ ის განხორციელდა", – განაცხადა ელჩმა.
იხილეთ ასევე: დროებითი ღონისძიებები სააკაშვილის შესახებ: რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში