
პენიტენციური სააკაშვილის ახალ კადრებს ავრცელებს: "წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში, მე აქედან ჩემი ფეხით არ გადმოვალ" (ვიდეო)
11/11/2021 12:25:54 სამართალი
მიუხედავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოწოდებისა, შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი კადრების გამოქვეყნება, მით უფრო, რომ მიმდინარეობს გამოძიება, სპეციალური პენიტენციური სამსახური მორიგ ვიდეომასალას აქვეყნებს.
"შენ ხარ პუტინის მონა. რას ნიშნავს დავმშვიდდე? პუტინის ბრძანებას ასრულებთ, მე არ დავმშვიდდები. ლეკვო ივანიშვილის. რა უნდა დავშვიდდე. წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში. არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ნებით, არც ერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, არც ერთ სამედიცინო პროცედურას არ ჩავიტარებ ჩემი ნებით. თქვენ ყველანი ხართ მკვლელები", - ეუბნება მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურის თანამშრომლებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“,– ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
იხილეთ ასევე: რას გვეუბნება პენიტენციური კადრები – იურისტების ანალიზი