Accentnews.ge
ევროპარლამენტარი: „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას, საქართველო უკეთესს იმსახურებს“

ევროპარლამენტარი: „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას, საქართველო უკეთესს იმსახურებს“

11/11/2021 19:06:27 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას.

"შეძრწუნებული ვარ საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. სავალალოა საქართველოს მთავრობის მიერ ამის ამსახველი ვიდეოების გავრცელება. საქმე სულ უფრო და უფრო პოლიტიკური ხდება. „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს". - დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერზე.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება და მიეცეს უფლება, დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს.

"საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრტიის უკუსვლა". - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

8 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნული იუსტიციის სამინისტრომ "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციად და მომატებული საფრთხეებით“ განმარტა.

იმავე დღეს იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს სიყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. თავად სააკაშვილიც საუბრობდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ამ უკანასკნელით ინსპექტორის სამსახური დაინტერესდა.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრები გაავრცელა მაღალი საჯარო ინტერესის მოტივით.

იხილეთ ასევე: „არაადამიანური მოპყრობა“, „დამცირება“ – რას ამბობენ იურისტები პენიტენციური სამსახურის მორიგ კადრებზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S