
ბიბილოვი "დამოუკიდებლობის" აღიარებას ბელორუსისა და სხვა ქვეყნებისგან მოელის
16/11/2021 10:20:31 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.ს. დამოუკიდებლობის აღიარებას როგორც ბელორუსისგან, ისე რიგი სხვა ქვეყნებისგანაც მოელის. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
«ჩვენ ველით აღიარებას არა მარტო ბელარუსის, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც. ვთვლი, რომ ისტორია, რომელიც გვაერთიანებს და აერთიანებდა საბჭოთა კავშირს, ასევე ის ძმური ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს, საფუძველია ჩვენი რესპუბლიკის აღიარებისთვის», – განაცხადა ბიბილოვმა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნებიც აღიარებენ".
«ვფიქრობ, სამომავლოდ სხვა აღიარებებიც იქნება. სამხრეთ ოსეთს სურს მშვიდობიანი ცხოვრება ყველა სახელმწიფოსთან როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე მთელს მსოფლიოში», –დასძინა მან.
იხილეთ ასევე: აღიარებს თუ არა მინსკი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობას”?