Accentnews.ge
"სააკაშვილის გამოჯანმრთელებისთვის მკურნალობის გეგმა უნდა შემუშავდეს"

"სააკაშვილის გამოჯანმრთელებისთვის მკურნალობის გეგმა უნდა შემუშავდეს"

16/11/2021 14:00:14 სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეს-რელიზს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "აპლიკანტის გამოჯანმრთელებისთვის მკურნალობის გეგმა უნდა შემუშავდეს".

"2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, აცნობოს სასამართლოს აპლიკანტის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა. ამასთან, უნდა შემუშავდეს აპლიკანტის გამოჯანმრთელებისთვის მკურნალობის გეგმა. ამავდროულად, სასამართლომ მოუწოდა აპლიკანტს, შეწყვიტოს შიმშილობა. სასამართლომ ასევე შესთავაზა მხარეებს, წარადგინონ ამ დროებით ზომებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ორი კვირის ვადაში (2021 წლის 24 ნოემბრამდე). ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, 41-ე მუხლის თანახმად, აპლიკაციას პრიორიტეტი მიანიჭოს", – ნათქვამია სასამართლოს პრეს–რელიზში.

იხილეთ ასევე: დროებითი ღონისძიებები სააკაშვილის შესახებ: რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S