
გუგუტიანთკარში უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა, საოკუპაციო ხაზს მიღმა, უკვე რამდენიმე სახლიც მოექცა (ვიდეო)
15/08/2019 08:01:59 კონფლიქტები
დღეს დილიდან გუგუტიანთკარში უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება.
რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.