Accentnews.ge
გორის საკრებულოს წევრი: "რუსებს ვუთხარი, წყლის რეზერვუარები არ შემოღობოთ-მეთქი და კი ბატონოო"

გორის საკრებულოს წევრი: "რუსებს ვუთხარი, წყლის რეზერვუარები არ შემოღობოთ-მეთქი და კი ბატონოო"

15/08/2019 08:54:50 კონფლიქტები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში, სადაც ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია განაახლეს, გორის საკრებულოს წევრი მერაბ მახარაშვილი ჩავიდა და ოკუპანტებს სოფლის სარწყავი რეზერვუარის დატოვება სთხოვა.  

"წყლის რეზერვუარები ჰყვება იქითა-მეთქი და თუ შეგვიძლია, არ შემოვღობოთ-მეთქი, რომ ხალხმა ისარგებლოს, კი ბატონოო... მე ვარ ხალხის არჩეული და რაც ხალხსა სჭირდება იმასა ვაკეთებ, — განაცხადა მერაბ მახარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გორის მუნიცილაპიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში საქართველოს მოქალაქეების რაზმაძეების და გუგუტიშვილების ნაკვეთებში ოკუპანტები დღეს დილიდან ძელებს არჭობენ. ადგილზე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S