
საკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ
19/11/2021 11:16:06 საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
"ვთავაზობთ, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის მისი ადგილი, სადაც მისი უსაფრთხობა და ჯანმრთელობა, სახელმწიფოს მხრიდან, მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ვიცავთ არა მხოლდო სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი იქნება გადაყვანილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - აცხადებს ბრეგაძე.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კერძოდ, მან გონება დაკარგა. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
სააკაშვილი აცხადებდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021