"აზარტული თამაშის ბიზნესის დაბეგვრისას როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით განსხვავებული მოდელი იქნება შემუშავებული"

22-11-2021 14:07:50 პოლიტიკა ,ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აზარტული თამაშის ბიზნესის დაბეგვრისას როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით განსხვავებული მოდელი იქნება შემუშავებული.

"ეს მოდელი გაჟღერებულ პრინციპებთან იქნება შესაბამისობაში. ასევე, იქნება გარკვეული შეზღუდვები, რომელიც გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღებას და რეკლამის აკრძალვას. ეს არის ის ჩარჩო, რომელიც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული. ეს სექტორი ყველა ქვეყანაში მკაცრად რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. ამ მოდელით საუბარია დასაბეგრი ბაზრის მთლიან სტრუქტურულ ცვლილებაზე. აბსოლუტურად სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული საგადასახადო დაბეგვრის ყველა მიმართულებით, როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით. აქ შემოვა ახალი დაბეგვრის მექანიზმი ე.წ. GGR დაბეგვრა, რომელიც გულისხმობს ფსონებს შორის განსხვავებების დაბეგვრას. მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული დაბეგვრის მოდელზე საგადასახადო ტვირთი იქნება საკმაოდ მაღალი და იმ ფორმით, რომ ეს შეამცირებს მიმზიდველობას ამ სექტორში ჩართული ადამიანების მიმართ“ , - განაცხადა ხუციშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები