დოლიძე ონლაინ კაზინოებზე ინიციატივას “ღარიბაშვილისთვის რეპუტაციის გადარჩენის საშუალებად” აფასებს

22-11-2021 14:32:12 პოლიტიკა ,ეკონომიკა

“ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე ონლაინ კაზინოებზე ინიციატივას “პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის რეპუტაციის გადარჩენის საშუალებად” აფასებს.

დოლიძის თქმით, ანალოგიური მოთხოვნა მას წლებია აქვს, თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში საკითხის გადასაჭრელად არაფერი გაკეთებულა.

"რატომ გააკეთა დღეს ეს განცხადება? იმიტომ, რომ ეს განცხადება არის გაჭირვების ტალკვესი. დღეს ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია, როგორც პრემიერის, არის ნულოვან ნიშნულზე. განსაკუთრებით იმ განცხადებების შემდეგ, რაც მოვისმინეთ მასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ ონლაინ კაზინოების აკრძალვა ღარიბაშვილისთვის არის მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის საშუალება და განხორციელდება თუ არა ეს გადაწყვეტილება, საკითხავია. უნიჭო პოპულიზმის კარგი მაგალითია და ეს უკავშირდება მის პიროვნულ შეფასებას ივანიშვილის მიერ, ყველანაირ განცხადებას გააკეთებს რეპუტაციის გადასარჩენად, იმასაც იტყვის, რომ ხვალ გავფრინდებით მარსზე, ეს არის უნიჭო პოპულიზმი", - განაცხადა დოლიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები