
ექიმი ელენე გიორგაძე: "სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია"
22/11/2021 14:30:44 პოლიტიკა, საზოგადოება
სამთავრობო კონსილიუმის წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მისი თქმით, სააკაშვილს ანალიზებს ყოველ დღე უკეთებენ.
"თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. სტაბილურია მისი მდგომარეობა. ჩივილები არ ჰქონდა, მაგრამ ექოკარდიოგრაფია გავუკეთეთ, ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე. შიმშილის მარკერები ნორმალურია", - აცხადებს ექიმი.
როგორც მან განაცხადა, ხვალიდან სააკაშვილს დამატებით პროდუქტებს მისცემენ:
"ხვალიდან უკვე გადავდივართ დაკვირვების სტადიაში, ნელ-ნელა გავაფართოვებთ კალორაჟს. ნელ-ნელა შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტებს. ეს გაგრძელდება ორშაბათამდე და მერე გადავალთ უკვე სულ სხვა კვებაზე, რომელიც ინიშნება სამი კვირით. ჯერ უნდა ვნახოთ ის შედეგი კვირამდე, რისი მოლოდინიც მაქვს".