
"ვინაიდან სააკაშვილი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს თავისუფლად მკურნალობის საშუალება"
22/11/2021 14:34:29 პოლიტიკა, სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან სააკაშვილი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს თავისუფლად მკურნალობის საშუალება. ამის შესახებ უფლებადამცველმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ძალიან სუსტად არის.
"ველოდებოდი უკეთეს მდგმარეობას, მაგრამ იგი ძალიან სუსტადაა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 50– დღიანი შიმშილობის შემდეგ არ შეიძლება, 1 ან 2 დღეში მოხდეს ჯანმრთელობის აღდგენა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც უკვალოდ ვერ ჩაითვლის მის ჯანმრთელობასა და მორალურ მდგომარეობაზე", - აცხადებს საძაგლიშვილი.
სამთავრობო კონსილიუმის წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.