საქართველოდან 1.6 მლნ დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

23-11-2021 11:36:07 საზოგადოება ,რეკლამა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 3512 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 153%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 142%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

„2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთში (1,703 ტონა), სომხეთში (1,346 ტონა), უკრაინაში (375 ტონა), ყაზახეთში (40 ტონა), სლოვენიასა (28 ტონა) და ყირგიზეთში (20 ტონა)“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები