Accentnews.ge
თოვის გამო მესტია-უშგულის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აკრძალვები მოქმედებს

თოვის გამო მესტია-უშგულის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აკრძალვები მოქმედებს

24/11/2021 06:46:06 საზოგადოება, რეკლამა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ187-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ137 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S